ოთხი მეგობარი, ერთი ფურგონი და სრული ქაოსი!

Steamდალეულები ისევ შევიკრიბეთ და ამჯერად გადავწყვიტეთ ნერვები მოვიშალოთ… უკაცრავად, დავისვენოთ თამაშში RV There Yet!
მათთვის, ვინც არ იცის, რა ხდება ეკრანზე👇

🎮რა თამაშია? ეს არის გუნდური (Co-op) სიმულატორი, სადაც ოთხმა მოთამაშემ ერთი დიდი საცხოვრებელი ფურგონი (RV) უნდა მართოს. ჟღერს მარტივად, არა? სინამდვილეში კი ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია ბორბლებზე! 😶‍🌫️

აქ მარტო ტარება არ კმარა 🚙
სანამ ერთი საჭესთან ოფლიანობს და ვიწრო გზებზე მანევრირებს…
დანარჩენები უკან დარბიან:
🥸ვცვლით საბურავებს მოძრაობისას
🥸ვაკეთებთ ძრავს
🥸ვამზადებთ საჭმელს და ვცდილობთ, რომ საწვავი არ გაგვითავდეს.

ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერი იწვება და ფიზიკის კანონებიც ხშირად ჩვენს წინააღმდეგაა!
ჩვენს შემთხვევაში, ეს “გუნდური მუშაობა” უფრო პანიკას ჰგავს, ვიდრე კოორდინაციას, მაგრამ მთავარი ხომ პროცესია?

შემოიხედეთ, და ნახეთ როგორ ვცდილობთ (უშედეგოდ) ვიყოთ კარგი მძღოლები 👇🎮

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *